მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.
მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძე მალაიზიაში მიიწვია და იმედი გამოთქვა, რომ მათ შორის ურთიერთობები მჭიდრო გახდება.