30 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
ბექა დავითულიანმა ოპოზიციას მიმართა, 50 მილიონი ლარი ბიუჯეტში დააბრუნონ

საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ბექა დავითულიანმა საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ბიუჯეტის დამტკიცებას ეხებოდა, გიგი უგულავას დაკავებაზე ისაუბრა და ოპოზიციას ბიუჯეტში 50 მილიონის დაბრუნება მოსთხოვა. 

"როდესაც ოპონენტები, ფაქტობრივად, იგონებენ კორუფციულ ფაქტებს ჩვენთან მიმართებაში და მერე ამის პროპაგანდირებას ახდენენ, საინტერესოა, რას ფიქრობენ იმ 50 მილიონზე. დასაბრუნებელი არ აქვთ? ამაზე საერთოდ არ საუბრობენ, საუბრობენ პოლიტიკურ კონტექსტზე ამ დაკავების. მომავალ სხდომაზე, იმედი მაქვს, იქნებიან კოლეგები და ამ კითხვით მინდა მივმართოთ, რომ ამ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ? რავიცი, გაყიდონ ოფისები, დააბრუნონ და მორალურად წელში გამართულად გვესაუბრონ მერე,"-განაცხადა ბექა დავითულიანმა საკრებულოს სხდომაზე. 

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის ბიუჯეტში ცვლილება დაამტკიცა. ცვლილებების შედეგად, ბიუჯეტი 219 მილიონი ლარით გაიზარდა. გაზრდილი საბიუჯეტო თანხები ავტოპარკის განახლებას და კულტურულ სფეროში დასაქმებულ ადამიანების ხელფასის ზრდას მოხმარდება.

დღის ამბები