აჭარის მთავრობის სახლთან ადგილობრივი თამბაქოს მწარმოებლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, მათ მაინც შეეხო აქციზთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები. დღეს ისინი გააფრთხილეს, რომ ხვალიდან დაუფასოებელი თამბაქოს რეალიზაციას შეფუთვისა და აქციზის გარეშე ვეღარ შეძლებენ. ასევე, მოუწევთ დამატებითი გადასახადის გადახდა.
აჭარის მთავრობაში განმარტეს, რომ გაუგებრობაა, მინისტრის ბრძანება ძალაშია და ადგილობრივი წარმოების თამბაქოს რეგულაციების არ შეეხება.
თამბაქოს რეალიზაციასთან დაკავშირებით რეგულაციები ეკონომიკის სამინისტრომ გასული წლის 21 ნოემბერს აამოქმედა, რომლის მიხედვითაც იკრძალება თამბაქოს რეალიზაცია დაფასოების გარეშე.