30 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
ჩემი კომპეტენცია არ არის პოლიტიკური პროცესების შეფასება - ახლადარჩეული გენპროკურორის პირველი კომენტარი

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მეორედ არჩეულმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტს მადლობა ნდობისათვის გადაუხადა, ჟურნალისტებს კი პროცესების აქტიურად გაშუქებისთვის.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტს და საპროკურორო საბჭოს მხარდაჭერისთვის, მადლობა ჟურნალისტებს აქტიური მონაწილეობისთვის,"- განაცხადა შოთაძემ.

შოთაძის თქმით, მისი საქმიანობის პრიორიტეტებზე მან საპროკურორო საბჭოზე უკვე ისაუბრა. გენერალური პროკურორის თქმით, უწყებაში ბევრი გამოწვევაა და ბევრი საქმეა გასაკეთებელი:

"რაც ვისაუბრე გასაუბრებაზე, ის იქნება პრიორიტეტები, არის ძალიან ბევრი გამოწვევა, ბევრი საქმეა გასაკეთებელი,"- აღნიშნა შოთაძემ.

გენერალურ პროკურორს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე საქმეზეც ჰკითხეს, თუმცა ირაკლი შოთაძემ კონკრეტული პასუხის გაცემა არ ისურვა:

"ბრალდებას თავისი პოზიცია აქვს დაფიქსირებული, რომელიც მითითებული იქნება სააპელაციო საჩივარში," - განაცხადა შოთაძემ.

შოთაძემ კომენტარი არ გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ გენერალურ პროკურორად მისმა დამტკიცებამ პროტესტის ფონზე ჩაიარა:

"ჩემი კომპეტენცია არ არის პოლიტიკური პროცესების შეფასება, ამ საკითხის შეფასებას არ ვაპირებ," - აღნიშნა შოთაძემ.

 

 

 

 

 

დღის ამბები