30 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
მარნეულში არასრუწლოვნის გატაცების ფაქტზე დაკავებულ 22 წლის მამაკაცს ბრალი წაუყენეს

არასრულწლოვანის გატაცების ფაქტზე დაკავებულ 22 წლის მამაკაცს პროკურატურამ ბრალი წაუყენა - საუბარია ორ მუხლზე, მათ შორის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჯგუფის მიერ. გამოძიების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, დამნაშავეთა რიცხვი გაიზარდოს.

დანაშაული მარნეულში მოხდა. ოთხმა უცნობმა არასრულწლოვანი დაოჯახების მიზნით, იმ დროს მოიტაცა, როდესაც ის მარნეულის ცენტრში გაკვეთილზე მეგობრებთან ერთად მიდიოდა.

ეს ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არასრულწლოვანის გატაცების პირველი შემთხვევა არ არის. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხშირად ფაქტები იმალება, მხარეები პრობლემაზე არ საუბრობენ, დამნაშავეები კი დაუსჯელები რჩებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის ”მერსი ქორფსი” წევრი სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ გარკვეულ ძალები ცდილობენ, მსგავსი ინფორმაცია მედიამდე არ მივიდეს. 

"იძახიან, რომ ეს ტრადიციაა. ეს არის სოციალური პრობლემა - ნაადრევი ქორწინება, ოჯახში ძალადობა, მოტაცების ფაქტები," - ამბობს ბაირამოვა. 

დღის ამბები