სამი მცირეწლოვანი დაშავდა ახალციხეში ავარიის დროს. ახალქალაქის გზატკეცილთან მოყინულ გზაზე სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 3 მცირეწლოვანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებულები ახალციხის კლინიკა "იმედში" გადაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ერთი არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმეა და ის თბილისში გადაჰყავთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მეორე ნაწილით დაიწყო.