30 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
მექსიკაში ვულკანი ამოიფრქვა, ფერფლის სიმაღლემ 1000 მეტრს მიაღწია

მექსიკაში ვულკანი პოპოკატეპეტლი ამოიფრქვა. ქვეყანაში განგაშის ყვითელი დონე გამოცხადდა და მიმდევარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ამოფრქვევა უკვე ორჯერ მოხდა. პირველი ამოფრქვევისას ვულკანური ფერფლის სიმაღლემ 1200 მეტრი შეადგინა, ხოლო მეორე ამოფრქვევის დროს 1000 მეტრს მიაღწია.

პოპოკატეპლი მექსიკის ყველაზე აქტიურ ვულკანად ითვლება. ვულკან პოპოკატეპეტლის ყველაზე მძლავრი ამოფრქვევა მექსიკაში 2000 წელს მოხდა, როცა მიმდებარე ტერიტორიებზე მილიონი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.

დღის ამბები