30 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
ირანი ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავის შავი ყუთების გასაშიფრად დახმარებას ითხოვს

ირანს ჩამოგდებული უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის შავი ყუთების გაშიფვრა არ შეუძლია, განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

ჯავად ზარიფის თქმით, თეირანმა დახმარებისთვის ამერიკას, საფრანგეთსა და კანადას მიმართა. თეირანი მზადაა შავი ყუთები ამერიკას გადასცეს იმ პირობით, რომ გაშიფვრის პროცესი ირანში ჩატარდება.

„უკრაინის ავიახაზების“ ავიალაინერი, რომლის ბორტზეც 173 ადამიანი იმყოფებოდა 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოაგდეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანმა აიღო.

 

დღის ამბები