აზერბაიჯანში პოლიციამ ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა ავრცელებს.
დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ოპოზიციამ ბაქოში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არასანქცირებული აქცია დაგეგმა.
დემონსტრაციაზე შეკრებილი პოლიტიკოსები და მათი მომხრეები თვლიან, რომ ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
9 თებერვალს აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. ცესკოს მონაცემებით, "ენი აზერბაიჯანი" 125 ადგილიან მილი მეჯლისში 70 ადგილს მიიღებს.