სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად, განცხადებას აკეთებს ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი, რომელიც მის წინამორბედს სინანულისკენ მოუწოდებს.
მეუფე გრიგოლ კაცია ამბობს, რომ ეპარქიიდან განყენებულმა მღვდელმთავარმა უწმინდესს აღდგომის მარხვის წინ შენდობა უნდა სთხოვოს იმ განცხადებების გამო, რაც ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პატრიარქისა და ეკლესიაში არსებული ვითარების შესახებ გააკეთა.
"დღეს არის უძღები შვილის დღე. მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ. მე ვარ მომხრე, წავიდე წალკაში,“ - ამბობს მეუფე გრიგოლი (კაცია).