მომდევნო კვირაში, აჭარის ტელევიზიაში ბორდის შეკრება იგეგმება, სადაც არხის ახალი პოლიტიკის დოკუმენტი უნდა დამტკიცდეს. დოკუმენტში საუბარია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის შტატების შემცირების საკითხთან დაკავშირებით. დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს ნაწილი გაბერილ შტატებსა და დისციპლინურ წარმოებაზე აკეთებს აქცენტს.
არხის ახალი პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცებას მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის ხმაა საჭირო. ბორდის წევრების ნაწილი ამბობს, რომ არხი დამოუკიდებელი ვეღარ იქნება და ხელისუფლების გავლენები იქნება. ხოლო ბორდის წევრების მეორე ნაწილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ ტელევიზიის დირექტორი ცუდ საკადრო პოლიტიკას ატარებს.
"დღეს მიმდინარე აქცია ადასტურებს, რომ საზოგადოება შეწუხებულია იმით, რაც მაუწყებელში ხდება. ჩემი შეფასებით, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მაუწყებლის ნგრევა, რასაც აკეთებს მაუწყებლის მრჩეველთა საბო დირექტორის მხარდაჭერით,“ - განაცხადა აჭარის სატელევიზიო მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, გია ქარცივაძემ.
არხის გენერალურმა დირექტორის, გოგა კოხრეიძისთვის გაუგებარია რას აპროტესტებენ დღეს ჟურნალისტები. გოგა კოხრეიძემ დღეს "კურიერთან“ განაცხადა, რომ მისი მოსვლის შემდეგ, არხზე ცვლილებები არ მომხდარა.
"ისინი ყოველთვის სავარაუდო საფრთხეებზე კივიან და წივიან... ორგანიზაცია უნდა მუშაობდეს გამართულად. არავის პიროვნული ინტერესი ჩემი არავის მიმართ არ არის. ყველა ადამიანი გადანაწილდება თანამდებობზე, ისე როგორც საჭიროა. საერთოდ, მე მოადგილეებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი პოზიცია. ისინი იმეორებენ გარკვეულ ფუნქციას და არ არის გამეორება საჭირო,“ - განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.