30 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
შეზღუდული ხილვადობის გამო ზვავის ქვეშ მოყოლილი ტურისტი გოგონას სამძებრო სამუშოები შეწყდა

დაღამებისა და შეზღუდული ხილვადობის გამო კობი-გუდაურის ტერიტორიაზე ზვავის ქვეშ მოყოლილი ტურისტი გოგონას სამძებრო სამუშოები შეწყდა. 

მთის კურორტების სამაშველო სამსახურების უფროსის, ვაკო დუნდუას ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ხვალ დილიდან გაგრძელდება. მისივე თქმით, ტურისტები აკრძალულ ზონაში სრიალებდნენ. 

"საძელეს მთაზე, დასავლეთ მხარეს, ფერდობზე, გვერდით, ანუ, კობის მხარეს, 4 ტურისტი ჩასრიალდა იმ მხარეს, სადაც იყო ამკრძალავი ნიშანი, სრიალი არ შეიძლება იქ, ამ პერიოდში. მოწყდა ზვავი. სამი მათგანი, ფაქტობრივად, არც მოყოლილა, მოყვა ერთი ადამიანი. არ ეკეთა მას გადამცემი სისტემა, რომელიც აძლევს სიგნალს ძებნის დროს, რაც მაშველებს მისცემდა საშუალებას, რომ რამდენიმე წუთში ეპოვათ. ამიტომ, სამძებრო სამუშაოები დიდხანს გაგრძელდა. როგორც კი გათენდება, ვაგრძელებთ ზონდირებას. სამწუხაროდ, უკვე გარდაცვლილი იქნება,"- განაცხადა ვაკო დუნდუამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, კობი-გუდაურის ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა, რომელშიც 1 ტურისტი გოგო მოყვა.

დღის ამბები