30 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
მოტაცებული არასრულწლოვანი და იძულებითი ქორწინების პრობლემა მარნეულში - გატაცებულსა და გამტაცებელს შორის შესაძლოა შეთანხმება შედგეს

14-საათიანი ძებნის შემდგომ, მარნეულში გატაცებული არასრულწლოვანი სამართალდამცველებმა ოჯახს დაუბრუნეს. თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის კი პოლიციამ 22 წლის ბიჭი დააკავა. დაზარალებული გოგოს ოჯახი, რომელიც პოლიციის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში გატაცებული მოზარდის გათავისუფლებას ითხოვდა, ახლა მოლაპარაკებებს მეორე მხარესთან აწარმოებს. არასრულწლოვნის მამის თქმით, ორ მხარეს შორის შეთანხმების საკითხი 17 წლის მოზარდზეა დამოკიდებული.

მარნეულში იძულებით ქორწინების შემთხვევებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ფაქტს გატაცებასა და ქურდობას უწოდებს. სამირა ბაირამობა ამბობს, რომ ეს პრობლემა დღეს საკმაოდ აქტუალურია, თუმცა, მისი თქმით, მთავარია მისცემს თუ არა, არასრულწლოვანი გამოძიებას ოჯახის წევრებისგან დამოუკიდებლად ობიექტურ ჩვენებას. მესამე სექტორში პრობლების გადაჭრის აუცილებლობაზე საუბრობენ.

გამტაცებელი და გატაცებული მთელი დღის განმავლობაში განყოფილებაში იკითხებოდა, დაზარალებულმა არასრულწლოვანმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, კამერებთან არც დაკავებულის ოჯახის წევრებმა ისაუბრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, გატაცებაში სულ 4 პირი ფიგურირებდა. სახალხო დამცველის აპარატი დანარჩენების პასუხისგებაში მიცემასაც ითხოვს.

17 წლის გოგო, მარნეულის ცენტრში ორი მეგობრის თანდასწრებით ძალის გამოყენებით 14 თებერვალს, მოიტაცეს.

გამოძიებას გატაცებულის მეგობრების ჩვენებები აქვს სადაც ისინი თავზე ტომრის ჩამოცმასა და იძულებაზე საუბრობენ. დაკავებულს ბრალს გამოძიება ოფიციალურად ხვალ წარუდგენს.

დღის ამბები