თავდასხმების სერია მალიზე გრძელდება, დაღუპულია 30 ადამიანი, მათ შორის კი 9 სამხედროა. პირველი თავდასხმა მუსლიმებით დასახლებულ სოფელ ოგოსაგუსთან მოხდა, შემდეგი 2 თავდასხმა კი ქალაქ მონდოროს სამხედრო ბაზასა და სოფელ ბინტიაში.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. მალიზე ბოლო პერიოდში შეირაღებული თავდასხმები გახშირდა.