კობი-გუდაურის ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა. მაშველები ტურისტ გოგონას ეძებენ, რომელიც, სავარაუდოდ, ზვავის ქვეშ მოყვა. ზვავი დაახლოებით 1 საათის წინ, საძელის ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში ჩამოწვა. აგილობრივი სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ტურისტთა 4 კაციანი ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა.