30 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
მიუნხენში, სამმა ასოცირებულმა ქვეყანამ - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი

მიუნხენში, სამმა ასოცირებულმა ქვეყანამ - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ხელი ერთობლივ განცხადებას მოაწერა. დოკუმენტი იმ შეთანხმებების მხარდაჭერის გაზრდას გულისხმობს, რომელსაც ევროკავშირის ასოცირების პროცესი ითვალისწინებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასოცირებული ქვეყნები ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, გულმოდგინედ იმუშავებენ ევროინტეგრაციის პროცესების გაძლიერების მიმართულებით.

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი მსოფლიოში სტაბილურობისა და განვითარების პროცესის მთავარ მოთამაშედ რჩება, რაც განსაკუთრებით აღმოსავლეთ სამეზობლოს ასოცირებულ ქვეყნებს ეხება.

დღის ამბები