30 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
მაიკ პომპეო დგას საქართველოს გვერდით რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის წინააღმდეგ - ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე, მაიკ პომპეოს მადლობას უხდის. 

"მადლიერნი ვართ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიმართ, რომელიც დგას საქართველოს გვერდით რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციისა და საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდასთან ბრძოლაში" - წერს დავით ზალკალიანი. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მადლობას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვილისას საქართველოს მხარდაჭერისთვის უხდის.

"მე ვაფასებ აშშ-ს წვლილს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საქართველოსნაირ მოკავშირეებთან მტკიცე ურთიერთობების შენარჩუნების კუთხით," - აღნიშნავს დავით ზალკალიანი.

დღის ამბები