ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ქართველი ხელოვანების ჯგუფურ გამოფენას მასპინძლობს. "სასწაულის ძიებაში" - ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელზეც 11 ქართველი ავტორის ნამუშევრებია გამოფენილი. მუზეუმის 3 დარბაზში წარმოდგენილი იქნება ავტორების ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრები და ვიდეო ინსტალაცია.
11 ავტორის გამოფენა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის და Window Project -ის პირველი კოლაბორაციაა. მუზეუმის 3 დარბაზი ფერწერას, ფოტოს და მულტიმედიას აერთიანებს.
ავტორი: სალომე თარხნიშვილი