ანტარქტიდაზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. მეცნიერების განცხადებით, კონტინენტზე, ისტორიაში პირველად, ჰაერი 20 გრადუსამდე გათბა.
ევროპული კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ანტარქტიდის ყინულის საფარს დიდი ზომის აისბერგი მოსწყდა. ყინულის მასის ფართობი 300 კვადრატულ მეტრს შეადგენდა და ის მცირე ნაწილებად დაიშალა.
გლობალური დათბობის შედეგად, სამხრეთ პოლუსზე ყინულის საფარი იშლება, რაც მეცნიერების მტკიცებით, მომდევნო ათწლეულებში ზღვის დონეს მინიმუმ სამი მეტრით გაზრდის.