30 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
დიმიტრი ცინცაძის ფონდი პარტნიორი კომპანიის დახმარებით, ბენეფიციარებს ერთჯერადად, 30 ათასი ლარით დააფინანსებს

დიმიტრი ცინცაძის ფონდმა მემორანდუმი გააფორმა კომპანიასთან, რომელიც ფონდის ბენეფიციარებს ერთჯერადად, 30 ათასი ლარით დაეხმარება.

ფონდი ონკოლოგიური პაციენტების გადასარჩენად იბრძვის და 7 წლის განმავლობაში მოქალაქეებისა და კომპანიების მიერ შემოწირული 3 მილიონი ლარით 265 ბავშვის გადარჩენა მოხერხდა. 

"ჩვენ კიდევ ერთხელ გავერთიანდით ჩვენი კოლეგის, ბექა პატურაშვილის შვილის გადასარჩენად. საბედნიეროდ, გამოჩნდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მხარში ამოგვიდგეს," - განაცხადა "დიმიტრი ცინცაძის" ფონდის ხელმძღვანელმა დიტო ცინცაძემ.

"ფონდი შეიქმნა 7 წლის წინ, როდესაც ჩვენს მეგობარსა და კოლეგას დიტო ცინცაძეს დახმარება სჭირდებოდა და მას მერე არსებობს ეს ფონდი. დღეს კი ისევ ჩვენს კოლეგას და ჩვენი მეგობრის შვილს სჭირდება დახმარება და ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების დახმარება," - განაცხადა "კურიერის" ჟურნალისტმა თამარ ურუშაძემ.

დღის ამბები