ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილი ბრიტანეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ამის შესახებ აისულთან ნაზარბაევმა ფეისბუქ გვერდზე დაწერა, მიზეზად ოჯახის ზეწოლა დაასახელა.
ყაზახეთის არაფორმალური ლიდერის შვილიშვილი წერს, რომ დაპირისპირება ჰქონდა ბაბუასთან და დედასთან, რომელიც ყაზახეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერია. ფეისბუქ პოსტში ის ყაზახური გაზის რუსეთისთვის იაფად მიყიდვაზე, რუსეთსა და ყაზახეთს შორის გარიგებებსა და ოჯახის წევრებისა და ნათესავების კორუფციულ საქმიანობაზე ამახვილებს ყურადღებას. მეტ დეტალებზე საუბარს კი აისულთანი ამერიკულ გამოცემა თაიმსთან აპირებს. ნაზარბაევის შვილიშვილი ახლა ბრიტანეთში იმყოფება.