ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტში რეზოლუციის ჩაგდებას უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები თბილისში. "ქართული ოცნება" მომხდარს ოპოზიციას აბრალებს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის წევრებმა რეზოლუციის ჩაგდება პარტნიორი კოლეგების მეშვეობით მოახერხეს.
"ეს ცვლილება ჩავარდა, რომ თითქოს საქართველოში პოლიტიკური ნიშნით არის ვინმე დაკავებული და სწორედ ამის გამო "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელსაც შეეძლო, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა ამ დოკუმენტის მიმართ, ჩააგდო თავისი პარტნიორი კოლეგების მეშვეობით.
საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შემდეგ შეფასდება ქართული საზოგადოების მიერ და მათ უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი დოკუმენტები, თუნდაც მიმდინარე ერთ-ერთი დოკუმენტი და მისი ჩავარდნა, აზიანებს არა "ქართულ ოცნებას", არამედ აზიანებს ქვეყანას და ისინი იბრძვიან ქვეყნის წინააღმდეგ და ოღონდ დააზიანონ "ქართული ოცნება" ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა არის ბოროტება და ქვეყნის ღალატი," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძემ.