ზუგდიდის სოფელ ჭაქვინჯში სასწავლო პროცესი ორი დღით შეწყდა. ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელის კახა ფარცვანიას ინფორმაციით, შეზღუდვა მხოლოდ აღნიშნულ სკოლაშია, რადგან ძლიერმა ყინვამ გათბობის სისტემა დააზიანა.
"დირექტორის ბრძანებით, ბავშვებს, რომ სიცივეში არ მოუწიოთ გაკვეთილზე ჯდომა, გადაწყდა, რომ დღეს და ხვალ სასწავლო პროცესი არ იქნება," -უთხრა "კურიერს" ფარცვანიამ.
სკოლის დირექტორის მარინე ჟორჟლაძის თქმით, სკოლამ პრობლემის აღმოფხვრა საკუთარი ძალებით შეძლო.
სასწავლო პროცესი ჭაქვინჯში, სადაც 120-მდე ბავშვი სწავლობს, ორშაბათს გამახლდება.