30 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
ოპოზიციის ბრალდებები და ხელისუფლების კონტრბრალდებები - დიპლომატიური კორპუსი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს

დიალოგის ჩაშლაში ოპოზიცია მმართველ გუნდს ადანაშაულებს. პოლიტიკური ოპონენტები იმასაც ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" შეთანხმების მიღწევა არასდროს სურდა და არც ახლა სურს.

მათი განმარტებით, ხელისუფლება მოლაპარაკებებს მხოლოდ დროის მოსაგებად და სტრატეგიული პარტნიორების შეცდომაში შესაყავანდ იყენებს.

ოპოზიციის თქმით, პოლიტიკური დევნის ფონზე ხელისუფლებასთან დიალოგს აზრი არ აქვს. ოპონენტები "ქართულ ოცნებას" ნებისმიერი სცენარით დამარცხებას ჰპირდებიან.

ოპოზიციის ეს მწვავე კრიტიკა და შეფასებები უმრავლესობის შეთავაზებას მოჰყვა. გიგი უგულავას დაკავების შემდეგ პროცესის ნორმალიზების მიზნით, როგორც თავად ახსნა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან კვლავ მიიწვია.

ის, რაც მმართველი გუნდის შეფასებით, სისხლის სამართლებრივი საქმეა, ოპოზიციისთვის პოლიტიკური დევნა და რეპრესიებია. ამ ფონზე, პარტიები უმრავლესობას შეთავაზებაზე უარს ეუბებიან.

ოპოზიციის ბრალდებებს მმართველმა გუნდმა კონტრბრალდებებით უპასუხა. "ქართულმა ოცნებამ" მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე საუბრისას დიალოგის ჩაშლაში სწორედ ოპონენტები დაადანაშუალა.

ხელისუფლებაში ისიც თქვეს, რომ ოპოზიციას ყოველთვის სურდა მოლაპარაკებების ჩიხში შეყვანა და გიგი უგულავას საქმე დიალოგის მაგიდის დასატოვებლად გამოიყენა.

პოლიტიკურ ურთიერთბრალდებების ფონზე დიალოგის აუცილებლობასა და გიგი უგულავას საქმეზე საუბრობს ევროკავშირი.

ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ განაჩენთან დაკავშირებული გარემოებები არ უწყობს ხელს პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც ასე საჭიროა საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზაციისთვის, იქვე ვკითხულობთ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტის, სამართლიანი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა ის აუცილებელი ვალდებულებებია, რომლებიც საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ეკისრება. ანალოგიური შინაარსის განცხადებები გაავრცელეს ესტნეთის და შვედეთის საგარეო უწყებებმა.

დიპლომატიური კორპუსი მხარეებს შორის მოლაპარაკებების აღდგენაზე მუშაობას განაგრძობს. რა როლი შეიძლება შეასრულოს პრეზიდენტმა დიალოგის განახლების პროცესში - ამ საკითხის განიხლვას სალომე ზურაბიშვილი შუამავალ ელჩებთან ერთად გეგმვას. პროცესში პრეზიდენტის ცარტის მზადყოფნის შესახებ განცხადება დღეს ადმინისტრაციამ გაავრცელა.

დღის ამბები