დამოუკიდებელი დეპუტატი ზვიად ძიძიგური ვარაუდობს, რომ საქართველოში არჩევნებამდე მშვიდი პერიოდი ვერ იქნება.
ზვიად ძიძიგურმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც მან საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე და გამწვავებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
"მშვიდი პერიოდი არჩევნებამდე ჩვენ არ გველოდება არ ვიცით, რომელ წუთს რა ფეთქებადი სიტუაცია შეიძლება განვითარდეს. საქართველო და მისი პოლიტიკური ცხოვრება არის სრულიად არასტაბილური,"- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.