ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას დაკავებას ეხმიანებიან ესტონეთი და შვედეთი.
ორივე ქვეყნის საგარეო უწყება წერს, რომ იზიარებენ ევროკავშირის შეშფოთებას უგულავას საქმის გამო.
"ვერდიქტის გარშემო არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც მიმართულია საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზაციაზე, რაც ძალიან საჭიროა,"- წერს ესტონეთის საგარეო უწყება.
შვედეთი კი საქართველოს მოუწოდებს გადადგას ნაბიჯები უთანხმოების შესამცირებლად და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტების დასაცავად.