ანგარიშების ქსელი, რომელსაც რუსეთი უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ყალბი ნარატივის გასავრცელებლად იყენებდა წაშლილია- ინფორმაციას "ფეისბუქი" ავრცელებს. საუბარია 78 ანგარიშზე, 11 გვერდსა და 29 ჯგუფზე.
კომპანიაში განმარტეს, რომ გვერდები რუსეთის დაზვერვის მიერ იმართებოდა.
"საქმიანობა ფოკუსირებული იყო ძირითადად უკრაინასა და მის მეზობელ ქვეყნებზე“, – წერია კომპანიის განცხადებაში.
მოსკოვი აღნიშნულთან დაკავშირებით დუმს.