30 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში დააპატიმრონ

"რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიგი უგულავას შემდეგ, ხელისუფლება ჯერ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დაიჭერს, შემდეგ კი მისი ჯერი დადგება. 

გვარამის თქმით, სასამართლო პროცესები ყოველ მეორე დღეს ჩაინიშნა, რის გამოც, მას აღარ ეძლევა საშუალება, სამსახურში იაროს. 

"მე არ მოვალ ამ პროცესებზე, ჩემ გარეშე ეს პროცესები ვერ ჩატარდება. ვივლი კვირაში ერთხელ ისე, რომ შევძლო ჩემი ტელევიზიის ხელმძღვანელობა და თუ უნდათ, შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება და შემიცვალონ პატიმრობით. პატიმრობაში ჯდომა მირჩევნია იმას, რასაც ახლა, ეს კაცი მთავაზობს. მატარონ ძალით პროცესებზე, პატიმრობაში გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს, წერტილი, ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა," - განუცხადა ჟურნალისტებს განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, გამოძიება ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, "რუსთავი 2-ის" კუთვნილი დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

ნიკა გვარამიას, ასევე, ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

"რუსთავი2-ის" ყოფილ გენერალურ დირექტორს, აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

დღის ამბები