30 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატის წარდგენას აპირებს

ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატის წარდგენას აპირებს. ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის"  ოფისში  შეხვედრის დასრულების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა:

"შევთანხმდით იმაზე, რომ მაჟორიტარულ ოლქებში, მაქსიმალურ რაოდენობაში უნდა გვყავდეს ერთი კანდიდატი, რომელსაც არც ერთი სხვა პარტია არ დაუპირისპირდება და ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ ჩვენ ამ ოლიგარქიულ რეჟიმს, უკვე ძირში გამომპალს მოვიშორებთ თავიდან. ყველას ესმის, რომ დათმობის, კომპრომისის და შეთანხმების გარეშე ჩვენ ამ კორუფციონერების ხროვას, რომელიც საქართველოს მოაჯდა თავზე და ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს მომავალს პარავს, ამის გარეშე მათი დამარცხება შეუძლებელია," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის საგანგებო შეხვედრები მას შემდეგ გაიმართა, რაც უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობა მიუსაჯა, რის გამოც ოპოზიციამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგის მორიგ რაუნდში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

დღის ამბები