30 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
"გიგი უგულავას დაკავება, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური დაკავება" - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გიგი უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო პარტნიორების შეხედულებების უგულებელყოფა მოხდა. 

"გიგი უგულავას დაკავება, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დაკავება. ფორმაც, როგორც არის დაკავებული, პოლიტიკური დაკავებაა. მაგრამ, მე კიდევ უფრო მადარდებს ამ დაკავების საერთაშორისო კონტექსტი. გიგი უგულავას დაკავება ხდება მაშინ, როდესაც ჩვენი პარტნიორები სვამენ კითხვას პოლიტიკური დევნის შესახებ საქართველოში, ამ საკითხის თითქოს გასანეიტრალებლად პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფება ვაშინგტონში და ამ მომენტში აკავებენ ოპოზიციის ლიდერს. იურიდიულ დეტალებში აღარ შევალ, მაგრამ ფაქტობრივად პროკურორი ასამართლებს.  ასე, რომ ჩვენ არა უბრალოდ კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გვყავს ქვეყანაში, არამედ ჩვენ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ამით ვაჩვენებთ, რომ საერთოდ არ გვაინტერესებს მათი შეხედულებები,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

 

 

 

დღის ამბები