გიგი უგულავამ "ევროპული საქართველოს" ოფისი რამდენიმე წუთის წინ დატოვა და ადვოკატთნ ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ გაემართა. მას, შინაგან საქმეთა სამინისტროში 22:00 საათზე ელოდებიან.
მსჯავრდებულის ადვოკატის თქმით, გიგი უგულავას პენინტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას შსს-ს წარმომადგენლები განახორციელებენ.
გიგი უგულავას დღეს, უზენაესმა სამართლომ 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა ე.წ. ფონდის საქმეზე მიუსაჯა.