30 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
სახალხო დაუმორჩილებლობა და ქუჩის აქციები - უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების გამო, ოპოზიცია სამოქმედო გეგმას ცვლის

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.

გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე ბრალს არ აღიარებს, მან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პირველი განცხადება "ლეიბორიტების" ოფისში ოპოზიციის შკერების შემდგე გააკეთა. სწორედ იქ შეიტყო დედაქალაქის ყოფილმა მერმა, რომ თბილისის განვითარების ფონდის თანხის გაფლანგვის გამო 3 წელი და 2 თვე მიუსაჯეს. 

თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურ დევნად შეაფასა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, ოპოზიცია სამოქმედო გეგმას მთლიანად ცვლის. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ პარტიასთან ყოველგვარ მოლაპარაკებებს წყევეტენ, სახლახო დაუმორჩილებლობასა და ქუჩის აქციების მორიგ ტალღას აანონსებენ. 

მმართველ გუნდში ოპოზციას მალევე უპასუხეს. უმრაველობაში თვლიან, რომ ოპოზიციამ უგულავას საქმე საბაბად გამოიყენა და მათ არც არასდროს სურდათ მოლაპარაკებები ხელისუფელბასთან.

განაჩენის გამოტანის შედმეგ ოფიციალური განცახდება უზენაესი სასამრთლოს ვებგვრედზე გამოქვეყნდა. გიგი უგულავას საქმე უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა. "ევროპული საქართველოს" ლიდერი დამნაშავედ ცნეს  საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" პუნქტით, რაც დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯფუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხების მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს. 

უზენაესი სასამართლოს გადაყწვეტილება გიგი უგულავას უფლებადამცველებმა შესაძლოა სტრასბურგში გაასაჩივრონ.

სისხლის სამართლის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენებად შეაფასა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ნონა წოწორიამ. მისი თქმით, თუკი რამე შეეძლო, ყველაფერი დაარღვია უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმეში. 

"ლეიბორისტულ პარტიის" ოფისიდან დაიწყო გიგი უგულავამ ოჯახის წევრებთან, თანაპარტიელებთან და ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერებთან გამომშვიდობება. მოგვიანებით კი, ბარნოვის ქუჩაზე "ევროპული საქართველოს" პარტიის ოფისში გადაინაცვლა.

სახელმწიფო თანხების გაფლანგვაა ის ბრალდება, რომელზეც დღეს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას ახალი განაჩენი გამოუტანა. ე. წ ფონდების საქმეზე 2018 წელს თბილისის ყოფილ მერს წელიწადი და სამი თვე სამსახურებრივი უფელბამოსილების გადამეტების გამო მიესაჯა, პროკურატურამ ეს განაჩენი ჯერ სააპელაციოში, შემდეგ კი, უზენაესში გაასაჩივრა და მოითხოვა დედაქალაქის ყოფილი მერის ქმედება გაფლაგვად გადაკვალიფიცირებულიყო. გამოძიების ეს შუამდგმოლობა უზენაესმა სასამრთლომ დღეს დააკმაყოფილა და გიგი უგულავას ერთ საქმეზე მეორედ - 3 წლით და 2 თვით პარტიმრობა მისუაჯა.

 

დღის ამბები