გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა განსახილველად პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს გადაეცა. გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს წევრებმა გასულ კვირას შეარჩიეს.
იურიდიული კომიტეტის წევრები შოთაძის კანდიდატურას ერთი მოსმენით განიხილავენ და კენჭისყრაზე პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი თავმჯდომარე სოფო კილაძე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს.
"ბატონ ირაკლი შოთაძეს მე პირადად, ვუჭერ მხარს იმიტომ, რომ მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, როდესაც ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით ის თანამდებობიდან გადადგა იმისთვის, რომ აეცილებინა ზედმეტი კითხვის ნიშნები და შესაძლო გავლენები იგივე გამოძიების ნაწილში, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ შოთაძე ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ იყო და არც არავითარ ხელის დაფარებას ადგილი არ ჰქონდა," - განაცხადა სოფო კილაძემ.