გიგი უგულავას 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.
საქალაქო სასამართლომ ორი წლის წინ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სხვა პირებთან ერთად პარტიული ინტერესებისთვის "თბილისის განვითარების ფონდიდან" დაახლოებით 48 მილიონის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო.