30 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
ერთ დღე-ღამეში შემოვლილი მსოფლიო - ლაგოდეხის მერი ფოტოშოპის სამყაროდან "კურიერის" ობიექტივში

ერთ დღე-ღამეში მსოფლიოს შემოვლა შეძლო. ლაგოდეხიდან რიო-დე-ჟანეიროში მოხვდა, ათენის აკროპოლისს ესტუმრა​, მსოფლიო ლიდერებთან ფოტო გადაიღო, სტუმრად იმყოფებოდა კაპიტოლიუმში, ფეხი დადგა მარსზე.

ამ ამბავში უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა ვირტუალური სამყარო, სადაც მოქმედება ვითარდება. მთავარმა გმირმა დრო და მანძილი მას შემდეგ დაძლია, რაც ფოტოშოპის გამოყენებით სტალინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ესტუმრა.

ლაგოდეხის მერის ამ ორიგინალური იდეის შესახებ ალბათ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა, რომ არა სოციალურ ქსელში ატვირთული ერთი ფოტო, სადაც მისი უჩვეულო აღნაგობა ყველასთვის თვალშისაცემი აღმოჩნდა.

ფოტო მალევე წაიშალა, თუმცა შთაბეჭდილებები წარუშლელი დარჩა. ასე გახდა ერთი ჩვეულებრივი რაიონის ჩვეულებრივი მერი ყველასთვის ცნობილი. ლაგოდეხელი მერის ფოტოისტორია მალე მთელ ფეისბუკს მოედო და ნებისმიერ ვირუსზე სწრაფად გავრცელდა. 

ფეისბუკში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, მერმა კვლავ სოციალური ქსელების მეშვეობით სცადა პრობლემის გადაჭრა, თუმცა ბევრი ვერაფერი შეცვალა. ამან ვირუსულად გავრცელებულ კამპანიას კიდევ უფრო მეტი მუხტი მისცა. სურდა თუ არა მერს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა თუ პრესსამსახურს შეეშალა - ამის შესახებ დღემდე არავინ არაფერი იცის, მერი ამ დეტალებზე დღემდე არ საუბრობს. თუმცა ამბობს, რომ მერიას აიტი სპეციალისტი არ ჰყავს და სოციალურ ქსელებსაც მხოლოდ ის აკონტროლებს. 

მერის ფოტო-ისტორია ლაგოდეხში უკვე ყველამ იცის. რაიონშიც მისი საქმიანობა ზოგს მოსწონს, ზოგსაც არა. ადგილობრივების ნაწილი იმასაც ამბობს, რომ საჯარო მოხელე სოციალური ქსელების მიღმაც უნახავთ. 

ჯონდო მდივნიშვილი მსოფლიო ტურნედან საკუთარ სავარძელს უკვე დაუბრუნდა. მერის ცნობადობა კი სამუშაო კაბინეტის კედლებს გასცდა. 

დღის ამბები