მადრიდში ესპანელი და ქართველი მორაგბეების დაპირისპირება "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა. ქართველმა "ბორჯღალოსნებმა" ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურშიც დამაჯერებლად მოიგეს და მეტოქეს 23-10 სძლიეს.
ჩვენი მორაგბეების უპირატესობა პირველ ტაიმშივე აისახა: 23-5, მეორე ნახევარში ესპანელებმა სხვაობის შემცირება შეძლეს, თუმცა მაინც დამარცხდნენ.
წლის პირველ შეხვედრაში ბორჯღალოსნება დინამო არენაზე რუმინეთის ნაკრებიც დიდი ანგარიშით 41-13 დაამარცხეს.
მომდევნო თამაშს საქართველოს ნაკრები 22 თებერვალს ბელგიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩი ქუთაისის აია არენაზე 15 საათზე დაიწყება.