30 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
ჩინეთიდან ჩამოსულმა საქართველოს სამმა მოქალაქემ პირველადი სამედიცინო შემოწმება აეროპორტში გაიარა

კორონავირუსის საფრთხის გამო, ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები უკვე თბილისში არიან. დედა და ორი სტუდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სახლში გაუშვეს.

მათ ადგილზე სკრინინგი ჩაუტარეს, პირველადმა კვლევამ ვირუსის ნიშნები არ გამოავლინა.

მოქალაქეებმა საქართველოს დიპლომატიურ მისიას დახმარებისთვის თავად მიმართეს, რადგან რეისების გაუქმების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ.

საქართველოს მოქალაქეები აეროპორტშივე შეამოწმა ექიმმა დავით კუჭავა. მისი თქმით, ჩინეთიდან ჩამოსულ დედას და ორ შვილს არანაირი ვირუსული სიმპტომი არ აღმოაჩნდა. 

დღის ამბები