კომის რესპუბლიკაში სამგზავრო ბოინგი ავარიულად დაეშვა. თვითმფრინავის ბორტზე რომელიც მოსკოვი-უსინსკის რეისს ასრულებდა 94 ადამიანი იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოინგი უსინსკის აეროპორტში ავარიულად ბორბლის დაზიანების გამო დაეშვა.
დაჯდომის დროს კი, ლაინერი ბილიკზე მოცურდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან. სხვა დეტალები უცნობია.