30 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
"ეს არის ბოლო შეთავაზებული კომპრომისული ვერსია 100/50-ზე" - დიმიტრი ხუნდაძე

მმართველი გუნდის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციისთვის შეთავაზებული 100/50 ზე, უკიდურესი კომპრომისული გადანაწილებაა. მათივე თქმით, თუ ოპოზიციონერები ამ შეთავაზებასაც არ დათანხმდებიან, დარჩება ის მოდელი, რაც ახლა მოქმედებს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ხაზს უსვამს, რომ შეთავაზება, რომელსაც მმართველი გუნდი აკეთებს, არის კომპრომისზე წასვლა და ოპოზიციისა და მაჟორიტარების სურვილებს გარკვეულწილად ითვალისწინებს.

"მიუხედავად გუნდის შიგნით აზრთა სხვადასხვაობისა, მოიძებნა კომპრომისი. ეს არის ბოლო შეთავაზებული კომპრომისული ვერსია 100/50-ზე. მე ვფიქრობ, ეს ითვალისწინებს ოპოზიციის მოთხოვნას, რომ წარმომადგენლობითია და არის პროპორციულის შემადგენელი უმეტესწილად. ასევე გათვალისწინებულია მაჟორიტარული წარმომადგენლობა, რაც იყო მათი მთავარი მოთხოვნა,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები