30 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
"ჩვენ ვამბობთ, რომ სისტემა არ უნდა იძლეოდეს საშუალებას 30%-იანმა პარტიამ შეძლოს მთავრობის დაკომპლექტება" - აკაკი ბობოხიძე

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ადასტურებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ დიალოგის მეხუთე რაუნდზე შესაძლოა უმრავლესობის წინაშე ახალი შეთავაზებით წარსდგეს.

ოპოზიციის ლიდერები დეტალებზე არ საუბრობენ.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, საარჩევნო სისტემა არ უნდა იძლეოდეს, იმის საშუალებას 30%-იანმა პარტიამ მთავრობის დაკომპლექტება შეძლოს.

"ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ვილაპარაკოთ რიცხვებზე. უნდა იყოს 100/50, 120/30 თუ 70/90, ჩვენ ვამბობთ, რომ სისტემა არ უნდა იძლეოდეს საშუალებას, 30%-იანმა პარტიამ შეძლოს მთავრობის დაკომპლექტება. დღევანდელი სისტემა კი იძლევა საშუალებას, რომ 10%იანმა პარტიამაც კი ლამის საკონსტიტუციო უმრავლესობით დააკომპლექტოს მთავრობა," - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

დღის ამბები