30 ნოემბერი 2024,   05:53
ვრცლად
"ეს ძალიან სინტერესო არჩევნებია, მოქალაქეების ასეთი აქტიურობა აქამდე არ მახსოვს" - ექსპერტი აზერბაიჯანის არჩევნებზე

აზერბაიჯანში მიმდინარე არჩევნებს ოპოზიციის ერთი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს. გაერთიანება "ნაციონალური საბჭო" კენჭისყრაში არ მონაწილეობს.

საკუთარი კანდიდატები ჰყავს ოპოზიციურ "რესპუბლიკურ ინიციატივას". წინასწარი გამოკითხვებით, 125-მანდატიან  მეჯლისში უმრავლესობას მმართველი პარტია "ახალი აზერბაიჯანი" მიიღებს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი შახინ რზაიევი აღნიშნავს, რომ მიმდინარე არჩევნები საკმაოდ საინტერესოა და მოქალაქეებიც განსაკუთრებულად არიან ჩართულები. მისი თქმით, ახალი შანსი ახლაგაზრდებს უნდა მიეცეთ, რომლებსაც განათლება უცხოეთში აქვთ მიღებული.

"ეს ძალიან სინტერესო არჩევნებია, მოქალაქეების ასეთი აქტიურობა აქამდე არ მახსოვს. არამგონია დარღვევები, რაზეც სოციალურ ქსელებში საუბრობენ, მნიშვნელოვანი იყოს. ჩვენმა პრეზიდენტმა მმართველ პარტიაში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა. გზა უნდა მისცენ ახალგაზრდებს, რომლებსაც უცხოეთში აქვთ განათლება მიღებული, ისინი ნამდვილად შეძლებენ ეკონომიკის მართვას,"- განაცხადა შახინ რზაიევმა.

ანალიტიკოსი აჰმად ალილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მთავრობამ ხალხისთვის საარჩევნო დაპირებების შესრულება შეძლოს. მისი თქმით, კარგი იქნება თუ საკანონმდებლო ორგანოში მეტი ქალი დეპუტატი იქნება.

"ველოდებით, რომ განახლებულ პარლამენტში ბევრი ახალგაზრდა წევრი იქნება, ასევე საკანონმდებლო ორგანო მეტი ქალი დეპუტატით დაკომპლექტდება. კარგი იქნება თუ ისეთი ადამიანები იქნებიან, ვისაც განათლება ევროკავშირის ქვეყნებში აქვთ მიღებული. იმედს ვიტოვებ, რომ მთავრობა ამ არჩევნებში ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას შეძლებს," - განაცხადა აჰმად ალილმა.

დღის ამბები