ლოს-ანჯელესში გლობალური დათბობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. მომიტინგეებმა მთავრობას კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ აქტიური მუშაობა მოსთხოვეს. დემონსტრაციის ორგანიზატორი ჯეინ ფონდა იყო. მსახიობმა აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.