ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში დღეს 5-6 ბალიანი სიმძლავრის შტორმი დაფიქსირდა. ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით ზღვაზე შტორმი 3 დღის მანძილზე შენარჩუნდება.
ღამის საათებში გაძლიერდება სამხრეთ დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ, 15 მ/წმ დაქროლვით. დღეგამოშვებით მოსალოდნელია ატმოსფერული ნალექი. ჰაერის ტემპერატურა 0, -1 გრადუსამდე დაეცემა. 10 თებერვლიდან შტორმის სიმძლავრე 4 ბალამდე შემცირდება.