30 ნოემბერი 2024,   05:58
ვრცლად
ამ სუბიექტის განცხადებაზე კომენტირება პოლიტიკოსების კომპეტენციას სცდება, უფრო მედიცინის საქმეა - ბერაია სააკაშვილის ინიციატივაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წინასაარჩევნოდ პირადი შტაბის შექმნა დააანონსა. მმართველი გუნდი კი მის მორიგ ინიციატივას არასერიოზულად აღიქვამს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე​​ ​ირაკლი ბერაია საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. ბერაიას თქმით, სააკაშვილის განცხადების შეფასება პოლიტიკოსების კომპეტენციას სცდება. 

"რაც შეეხება ამ სუბიექტის განცხადებებს, მასზე კომენტირება პოლიტიკოსების კომპეტენციას უკვე სცდება, ეს ალბათ უფრო მედიცინის საქმეა, ვიდრე პოლიტიკოსების," - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ.

დღის ამბები