30 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
ყავლგასული პოლიტიკოსია, 2014 წლიდან გვემუქრება, რომ იქნება რევოლუცია - ვოლსკის თქმით, სააკაშვილს საკუთარი გუნდის წევრებიც გაურბიან

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ახალ ინიციატივას, პირადი შტაბის გახსნის შესახებ, მმართველი გუნდიც ეხმაურება. "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის განცხადებას არასერიოზულად აღიქვამს.

უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ამ ფორმით დესტრუქციული ძალების მობილიზებას გეგმავდეს.

"მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასება მხოლოდ ცალსახაა, ეს ყავლგასული პოლიტიკოსია. ის 2014 წლიდან გვემუქრება, რომ იქნება რევოლუცია. რასაც ის ამბობს, არ მგონია უკვე მისი გუნდის წევრებისთვისაც იყოს მოსახერხებელი. პირიქით, მათ სურთ რაც უფრო მალე გათავისუფლდებიან სააკაშვილისგან შეიძლება კიდევ რაღაც მცირე წარმატებაზე იფიქრონ," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები