30 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
ყველაფერი, რაც რეჟიმის წინააღმდეგ ძალისხმევას გამოიჩენს მისასალმებელია - "ლეიბორისტები" სააკაშვილის პირადი შტაბის შექმნაზე 

მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული პირადი შტაბის შექმნა - ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინიციატივა სიახლე აღმოჩნდა, მათი თქმით, თემაზე კონსულტაციები არ გამართულა.

პარტია "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძისთვის ამ ეტაპზე ბუნდოვანია, თუ რას გულისხმობს სააკაშვილის შეთავაზება, მაგრამ თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს. 

"ჯერჯერობით არ ვიცი რაზეა საუბარი, ჩვენ ვთანამშრომლობთ, მიხეილ სააკაშვილთან და "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებული ოპოზიციას ფარგლებში და ამას ვაპირებთ მომავალშიც. რადგან საქართველოს ჰყავს ერთი კონკრეტული ძალა, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების მტერია, ეს გახლავთ "ქართული ოცნება", - აღნიშნა, პარტია "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება, გიორგი გუგავას, მისი განცხადებით, "ლეიბორისტული პარტია" არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ნებისმიერ ძალისხმევას მიესალმება. 

"როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, ის ხსნის პირად შტაბს და აპირებს პირადი ძალების მობილიზებას. ოპოზიციურ ფლანგზე ყველაფერი, რაც არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ძალისხმევას გამოიჩენს მისასალმებელია და ეს მხოლოდ და მხოლოდ საერთო საქმეს წაადგება," - განაცხადა საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ. 

დღის ამბები