30 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
მკვლელობა კელიაში - მარტყოფის მონასტრის წინამძღვრის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 18 წელი ციხეში იჯდა

მარტყოფის ღვთაების მონასტერში მამაკაცი ყელის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. მისი გვამი კელიაში ღამის 4 საათზე იპოვეს.

მოკლული და მკვლელობაში ეჭვმიტანილი, გავრცელებული ინფორმაციით, კელიაში ერთად ცხოვრობდნენ. მოკლული 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელიც წელიწადზე მეტია მარტყოფის მონასტერმა შეიფარა, ის სასულიერო პირებს სამეურნეო საქმიანობაშიც ეხმარებოდა. სავარაუდო მკვლელი გაქცეულია. მას, როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ფსიქიკური პრობლემები აქვს.

"შუაღამისას შემოვიდა სტუმარი და მითხრა, რომ ჩემ ოთახში კაცია გარდაცვლილიო. ღამის 4-ის ნახევარზე ლოცვა რომ იწყება, 4-ის 15 წუთზე მივიდა ეს, რომ გაეღვიძებინა. გადახადა ზეწარი და დაინახა კაცი გარდაცვლილი. კისერში ჰქონდა ჭრილობა დანის. დავურეკეთ პატრულს და გვამი ექსპეტიზაზე წაიყვანეს, ხოლო ვინც გვერდით ოთახში ცხოვრობდა, ისინი პოლიციამ წაიყვანა. 

როდესაც უკან დაბრუნდნენ, ვკითხე, გაქცეულს და მოკლულს კონფლიქტი თუ ჰქონდათ და მითხრეს არაო. გაქცეული წელიწადნახევარია ჩემთან დადიოდა, სულიერი პრობლემები ჰქონდა, 18 წელი იჯდა ციხეში," - უთხრა "კურიერს" არქიმანდრიტმა, მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა ბენიამენ ბელქანიამ.

"კურიერის"ინფორმაციით სავარაუდო მკვლელი სასჯელს წარსულში ხონის ფსიქიატრიულ დაწსებულებაში იხდიდა, ხოლო მოკლული რუსეთის მოქალაქეა და მარტყოფის მამათა მონასტერში ბოლო 1 წელი ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები