30 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მკვლელობა მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა ჩაიდინა

მარტყოფში მომხდარ მკვლელობას საპატრიარქოს პრეს-მდივანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, შემთხვევა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს შორის მოხდა.

"როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს, მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთ-ერთმა ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა, მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან,"- წერს სოციალურ ქსელში საპატრიარქოს პრეს-მდივანი, ანდრია ჯაღმაიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები