30 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
ყველანაირი წინაპირობა არსებობს, რომ არჩევნებზე 2016 წლის შედეგებს გადავცდეთ - ირაკლი კობახიძე

საპარლამნეტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის პროგრამა მინიმუმი, საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ყოველი მეორე ხმის მიღება იქნება.

"შიდა კვლევა აჩვენებს საზოგადოების განწყობას. ყველანაირი წინაპირობა არსებობს, იმისათვის რომ ჩვენ გადავცდეთ იმ შედეგს, რომელიც 2016 წელს ავიღეთ. ჩვენი პროგრამა მინიმუმი არის ის, რომ ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მოგვცეს ხმა. დანარჩენი არის დამოკიდებული ჩვენს მუშაობაზე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალოგიური მოსაზრება აქვს პარლამენტის ვიცე-სპიკერსა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძესაც.

მდინარაძე ამბობს, რომ რეალურია "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებზე 50%-დან 60%-მდე შედეგი მიიღოს.

დღის ამბები