რუსთაველის გამზირზე პროტესტის მონაწილეები ახალ წელს ერთად შეხვდნენ. განსხვავებული საახალწლო ღამე აქ დილის ხუთი საათისთვის დასრულდა. შეკრება პარლამენტის შენობასთან საღამოს რვა საათზე დაიწყეს, მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა და აქციის მონაწილეებმა საახალწლო სუფრა გაშალეს.
აქციაზე, "სუხიშვილების" მოცეკვავეებმა შეასრულეს "დაისი". ადგილზე იყო სხვადასხვა ბენდი და მუსიკოსი. აქციაზე იმყოფებოდნენ სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიების ლიდერები.